კიევში დეპუტატის ავტომანქანას ხელყუმბარა ესროლეს

კიევში უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ვლადიმერ პარასიუკის მანქანას ხელყუმბარა ესროლეს. ამის შესახებ ფეისბუქში ფრაქცია „ბატკივშინას“ წევრმა იგორ ლუცენკომ დაწერა. მისი თქმით, ხელყუმბარა მანქანას არ მოხვდა და მის მახლობლად, ხუთ მეტრში აფეთქდა. ინციდენტის შედეგად პარასიუკი არ დაშავებულა. უკრაინის პოლიციაში დეპუტატზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურეს. სამართალდამცველები მომხდარს მკვლელობის მცდელობას უწოდებენ. ვლადიმერ პარასიუკი რუსეთთან მიმართებაში ხისტი პოზიციით არის ცნობილი. ის იმ დეპუტატთა რიგებში შედის, რომლებიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივით გამოდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები