ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კოლეჯში ევაკუაცია გამოცხადდა

Los Angeles Valley College-ის ხელმძღვანელობამ სტუდენტების და ლექტორების ევაკუაცია გამოაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ევაკუაციის მიზეზი კოლეჯის მისამართით გამოთქმული მუქარა გახდა. ფეისბუქის სასწავლო დაწესებულების გვერდზე წერია, რომ ეს საწვრთნელი განგაში არ არის.
კოლეჯში სასწავლო პროცესი გაუქმდა. ყველა საეჭვო აქტივობის შესახებ კოლეჯის ადმინისტრაცია ინფორმაციას პოლიციას აწვდის. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ კოლეჯის ტერიტორიაზე საეჭვო ნივთია აღმოჩენილი. მისი დათვალიერებისთვის სპეციალური რობოტი გააგზავნეს. Los Angeles Valley College სან-ფერნანდოს მდელოზე მდებარეობს. ახლა ამ სასწავლო დაწესებულებაში 18 ათასი სტუდენტი სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები