ჟენევაში დისკუსიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება

 ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 27-ე რაუნდის დისკუსიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება. მხარეებმა გუშინდელ შეხვედრაზე ჰუმანიტარულ თემებზე იმსჯელეს, დღეს განხილვის თემა ჰუმანიტარულთან ერთად უსაფრთხოებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა იქნება. ჟენევაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსაც ელოდებიან. ჟენევაში დისკუსიების დასკვნითი ნაწილის მოლაპარაკებებს როგორც ქართული, ასევე ეუთოსა და ევროკავშირის დელეგაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჟენევაში იმყოფებიან ე. .წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციების წარმომადგენლები.
“ჩვენ ვაპირებთ, დეტალურად ვისაუბროთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე – ორივე როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული ჯგუფის ფარგლებში. ვისაუბრებთ უკრაინაში არსებულ მოვლენებსა და რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებულ ქმედებებზე. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობა ქმედითად დაგვეხმაროს კონფლიქტების მშვიდობიან და გრძელვადიანად მოგვარებაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები