ლარნაკის აეროპორტში, გატაცებულ თვითმფრინავთან სნაიპერები გამოჩნდნენ

კვიპროსის ქალაქ ლარნაკის აეროპორტში, სადაც ეგვიპტიდან გატაცებული თვითმფრინავი დგას, სნაიპერები გამოჩნდნენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მათ თვითმფრინავის გარშემო პოზიციები დაიკავეს.
ბერძნული ტელეკომპანია Skai-ს ინფორმაციით, ჟურნალისტებს აეროპორტის ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში ვიდეოკადრების ჩვენება აუკრძალეს. ბოლო მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე ოთხი ადამიანი რჩება – მათგან სამი მგზავრია და ერთი გამტაცებელი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეკიპაჟმა თვითმფრინავის დატოვება შეძლო. ამასთანავე, ერთ-ერთი პილოტი ავიალაინერის პილოტების კაბინის ილუმინატორიდან გამოძვრა.
შეგახსენებეთ, რომ რეისი MS181 ბოროტმოქმედმა იმ დროს გაიტაცა, როდესაც ის ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა. გამტაცებელი 27 წლის იბრაჰიმ სამაჰაა, რომელმაც პილოტებს თვითმფრინავი კვიპროსში დაასმევინა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები