ტაჯიკეთის ყველა მეჩეთში კამერების დაყენება მოითხოვეს

ტაკიკეთის დედაქალაქ დუშანბეს ხელისუფლების წარმომადგენლებს ქალაქში მოქმედ ყველა მეჩეთში უსაფრთხოების კამერების და ლითონის დეტექტორების დამონტაჟება მოსთხოვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს ზომები მოქალაქეების უსაფთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. ყოველდღიურად დუშანბეს მეჩეთებში ათასობით ადამიანი მიდის. დუშანბეს მერიაში მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების კამერები და ლითონის დეტექტორები თავად მეჩეთებმა, საკუთარი ხარჯებით უნდა დაამონტაჟონ. ბოლო წლებში ტაჯიკეთში რელიგიის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ეს ტაჯიკეთის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს, რომელიც ისლამური ფინდამენტალიზმის გავრცელების საფრთხეზე საუბრობს და სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები