ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითმფრინავის გამტაცებელს იდიოტს უწოდებს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამეჰ შუკრიმ ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებელ იბრაჰიმ სამაჰს იდიოტი უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ სამაჰი ტერორისტი არ არის. ის, რომ თვითმფრინავის გატაცება ტერორიზმს არ უკავშირდება, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმაც დაადასტურა.
EgyptAir-ის ავიალაინერი A-320 ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით დილის რვის ნახევარზე აფრინდა. ის კაიროში მიფრინავდა, მაგრამ აფრენიდან ნახევარ საათში ლაინერთან კავშირი გაწყდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ გამტაცებელს „შაჰიდის ქამარი“ ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით ტელეარხმა „ალ არაბიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები