გამტაცებელი ყოფილ ცოლთან შეხვედრას ითხოვს – თვითმფრინავი ყველა მგზავრმა დატოვა – ფოტოკოლაჟი

ეგვიპტის ავიახაზების გატაცებული თვითმფრინავი ყველა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა დატოვა. ბორტზე მხოლოდ გამტაცებელი იბრაჰიმ სამაჰა იმყოფება.
უცხოური მედიის ცნობით, სამაჰამ ყოფილ მეუღლესთან შეხვედრა ითხოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის წარმომადგენლებს მისი ყოფილი ცოლი მასთან დასალაპარაკებლად ლარნაკის აეროპორტში მიჰყავთ.
ცოტა ხნის წინ კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ გამტაცებლის მოტივები ტერორისტული ხასიათის არ იყო, არამედ ქალს უკავშირდება.
სამაჰამ ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავი გაიტაცა და პილოტებს ის კაიროს ნაცვლად კვიპროსის ქალაქ ლარნაკში დაასმევინა.

 12910123_10205687018406356_1991856991_n

12899933_10205687041886943_1857300670_n

12895542_10205687041966945_688563855_n

12895482_10205687041726939_444548932_n
12899833_10205687044046997_1518031960_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები