ეგვიპტური თვითმფრინავის გამტაცებელი აშშ-ის უნივერსიტეტში სწავლობს

ცნობილი გახდა EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებლის ვინაობა. Sky News-ის ინფორმაციით, ეს 27 წლის იბრაჰიმ სამაჰაა, რომელიც აშშ-ის ატლანტის უნივერსიტეტის სტუდენტია. ამ ინფორმაციის მხიედვით, იბრაჰიმ სამაჰა ეგვიპტის მოქალაქეა. მან დღეს დილით ავიალაინერი გაიტაცა, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა.
თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა. გამტაცებელმა ეკიპაჟი აიძულა, რომ თვითმფრინავი კვიპროსში, ლარნაკის აეროპორტში დაესვა. იბრაჰიმ სამაჰამ კვიპროსში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ კვიპროსში მისი მეუღლე ცხოვრობს და მას სამაჰამ წერილი გაუგზავნა.

12895497_10205686717198826_1574989935_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები