სპეციალისტები ჯანდაცვის სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარების პერსპექტივას იმედით უყურებენ

ავსტრიული კონსორციუმი „ალფამედიკი“, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქციას ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოახდენს. კერძოდ, რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო აღიჭურვება მაღალი ხარისხის სამედიცინო ტექნოლოგიით, ამევე მოხდება პერსონალის გადამზადება.
სამშობიარო კლინიკა „ელიტეს“ დირექტორი კოტე ბოჭორიშვილი საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს მიესალმება და ქართული საავადმყოფოებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარების პერსპექტივას დადებითად აფასებს.
„რაც უფრო მეტი უცხოური კომპანია ჩაერთვება ჩვენი საავადმყოფოების განვითარების მიმართულებით, მით უკეთესია. პერსონალზე, ექიმზე არავინ ზრუნავს. დასავლური მიდგომის გამოყენებითა და მედიკოსების ინტერესების გათვალისწინებით საავადმყოფოებში მომსახურება გაუმჯობესდება. ექიმი თუ კმაყოფილი იქნება, პაციენტიც კარგად იგრძნობს თავს. ერთ ლარად გაყიდული საავადმყოფოების მფლობელები მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. იმედია, ავსტრიული კომპანია ასე არ მოიქცევა. სავარაუდოდ, ის ევროპულ მიდგომებს და დამოკიდებულებას შემოიტანს. აუცილებელია კლინიკები აღიჭურვოს უახლესი ტექნოლოგიებით, სხვანაირად ხარისხზე ლაპარაკი შეუძლებელი იქნება,“- განაცხადა კოტე ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები