უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ ვლადიმერ გროისმანი წარადგინა

„პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უმაღლესი რადის სპიკერის, ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურა წარადგინა. მმართველ ბლოკში მიაჩნიათ, რომ უმაღლესი რადა ახალ პრემიერ-მინისტრს 31 მარტს დაამტკიცებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა იური ლუცენკომ განუცხადა.
მისი თქმით, თუ „სახალხო ფრონტის“ ფრაქციის გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე კენჭისყრის ჩატარება უკვე 30 მარტს, ხოლო მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება – 31 მარტს იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები