დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია „112 უკრაინის“ ეთერში უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვლადისლავ კუცენკომაც დაადასტურა.
პროკურატურის საიტზე საყვარელიძის გათავისუფლების ბრძანებაც არის გამოქვეყნებული, რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი აწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქიდან არჩეულმა დეპუტატებმა დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას მხარი დაუჭირეს.

12899952_10205686037181826_1081104720_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები