კახა კალაძე: სააკაშვილი ცრუობს

  სააკაშვილმა სცადა, მის ირგვლივ შექმნილი ვითარება დემაგოგიაზე დაფუძნებულ მითად წარმოეჩინა – ასე აფსაებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებებს.
“მან განაცხადა, რომ თითქოს ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაღაც თანხებზე საუბრობდა. ქალბატონი ნინო ამასთან დაკავშირებით თვითონაც გააკეთებს ალბათ, განცხადებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს 200-პროცენტიანი სიცრუეა. მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტში განსაკუთრებული არაფერია და არც უპრეცედენტო მოვლენაა. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყნებში, თუნდაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ავიღოთ, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარების შემთხვევები ყოფილა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან ექსპრემიერის გარდაცვალების შემდეგ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასგან შეიტყო, რომ ბადრი პატარკაციშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე საკმაოდ დიდი თანხა მისცა – ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გაახმაურა.
„როდესაც ზურა გარდაიცვალა, ვთხოვე მის მეუღლეს, ჩემთან მოსულიყო. როდესაც მოვიდა, ვკითხე, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს? მან მიპასუხა, არა, არ მგონიაო. შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო… თუმცა, ერთი საინტერესო რამ მითხრა, რომ ზურას გარდაცვალებამდე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბევრი ფული მისცაო და ამის ნაწილი მინდა ამოვიღოო. ვარაუდობდა, სანამ დაცვის თანამშრომლები მივიდოდით, თანხა ხომ არ წაიღესო. როგორც ჩანს, ნინოს პატარკაციშვილმა უთხრა, რომ მან ზურას ბევრი ფული მისცა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები