თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც “კვირას” “თელასიდან” აცნობეს, ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კასპის, დოესის, წინანდლის, უბილავას, ავლიპ ზურაბიშვილის, აწყურის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის, ჯორჯ ბუშის, ყვარლის, უშაკოვის, მთისძირის, რატილის, ტოლენჯის, გეზათის, ამირეჯიბის, ქვის სახლის და ცუცქირიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, VII მიკრორაიონების, სოფელ გლდანის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩებს მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, ზემო ფონიჭალის დასახლების, თელეთის, სურგულაძის, ჟორდანიას, ლომინაძის და ავთო ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ოცხელის, ბაბუციძის და ნაკადულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, რომის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზედაზნის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის და ჯავის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები