წმინდა მამა გაბრიელის და, ემა ურგებაძე გარდაიცვალა

დღეს, წმინდა მამა გაბრიელის და – ემა ურგებაძე გარდაიცვალა.
გთავაზობთ ემა ურგებაძის ერთ მოგონებას მამა გაბრიელზე:
“ჩვენ მას ვერ ვუგებდით. ის ბავშვობიდან სხვანაირად ფაქიზი სულის კაცი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი სახლში რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღიად ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე – ვასიკო, ძმაო, რად სტირი ასე, რამე ცუდი ხომ არ არის შენს თავს?
– დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზედ მკოცნის.”

წყარო: http://karibche.ambebi.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები