დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილება

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად მწერალ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილება. როგორც ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“ჩვენ ბატონი ზურაბის კანდიდატურას, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ, განვიხილავთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მისი არანაირი წარდგინება არსად გადაგზავნილი არ არის”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს არის სამუშაო პროცესი, რომლის დამთავრებამდე საუბარი არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარეც არ არის მიზანშეწონილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები