სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს (ვიდეო)

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „ისლამური სახლემწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, საუბარია აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-კადულიზე, რომელიც ასევე ჰაჯი იმამის სახელით არის ცნობილი.
რამდენიმე თვის წინ აშშ-ის ხელისუფლებამ კადულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 7 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.
კადული „ისლამურ სახელმწიფოში“ მეორე პირად ითვლებოდა აბუ ნაკრ ალ ბაღდადის შემდეგ. ალ-ბაღდადი თავის ადგილსამყოფელს ზედმიწევნით მალავს, ხოლო „ისლამურ სახელმწიფოში“ ბევრს მისი სახეც კი არ უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები