კრემლი სავჩენკოს გაცვლას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ივანოვმა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის, ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლა არ გამორიცხა.
როგორც სერგეი ივანოვმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა, გაცვლა „თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის ორი პირობა უნდა იყოს გათვალისწინებული – ერთი მხრივ, დაცული იყოს რუსეთის კანონმდებლობა და, მეორე მხრივ, გაცვლაზე გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელ სამხედრო პილოტს, ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მედიაში ვრცელლოდა ინფორმაცია, რომ სავჩენკო შესაძლოა, უკრაინაში დაკავებულ ორ რუს სამხედროზე, ალექსანდროვზე და ეროფეევზე გაცვალონ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ სავჩენკოს გაცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები