ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – ისმის სროლის და აფეთქების ხმა
ბრიუსელის სკარბეკის რაიონში დღე-ღამის განმავლობაში მეორე სპეცოპერაცია დაიწყო. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, რაიონიდან ისმის აფეთქების და სროლის ხმა. სწორედ სკარბეკის რაიონიდან წაიყვანა 22 მარტს ტაქსის მძღოლმა თვითმკვლელი ტერორისტები აეროპორტში, სადაც ორი აფეთქება მოხდა.
ტელეკომპანია RTBF-ს ცნობით, ბელგიელი სამართალდამცველები ერთ-ერთ სახლში შეცვივდნენ. ამის შემდეგ სროლის და სამი აფეთქების ხმა გაისმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს ერთი ტერორისტია ლიკვიდირებული. ადგილზე მობილიზებულები არიან გამნაღმველები. ტერიტორია მთლიანად ბლოკირებულია.
შეგახსნებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში 22 მარტს ტერაქტების სერია მოხდა. ტეროროსტული აქტების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.