სომხეთის პრემიერ-მინისტრი – რუსულ ბუნებრივ აირზე ფასი დაიწევს

რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი შემცირდება. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა.
„ეს საკითხი რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განიხილებოდა. მოგვიანებით გაირკვევა, რამდენად შემცირდება გაზის ფასი. შესაბამის უწყებებს პრეზიდენტებმა ამ საკითხის განხილვა დაავალეს“, – განუცხადა აბრამიანმა ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთ-ირანის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე საქართველოსთვის ირანის გაზის მიწოდების საკითხი იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები