თურქეთში ტერაქტის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა

თურქეთის ჟანდარმერიის სამი თანამშრომელი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაიჭრა 24 ადამიანი. დანაღმული ავტომობილი დიარბაკირსა და ლიჯეს შორის, გზაზე მდებარე პოლიელების საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფეთქდა. ამის შემდეგ თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის ორმხრივი სროლა გაიმართა. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხიმგებლობა „ქურთთა მუშათა პარტიას“ დააკისრა. 21 მარტს მარდინის პროვინციაში ორი აფეთქების შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე და ერთი პოლიციელი დაიღუპა. ტერაქტში ანკარამ „ქურთთა მუშათა პარტია“ დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები