„თქვენ ალბათ ჩემოდნით ფული ჩამომიტანეთ, რომ მევაჭროთ“ – პუტინის ხუმრობა ჯონ ქერისთან შეხვედრის დროს

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან შეხვედრის დროს მისი ჩემოდნის შესახებ იხუმრა.
„როდესაც დავინახე, რომ თვითმფრინავის ტრაპზე ჩემოდნით ჩამოდიხართ და ის თქვენ პირადად მოგაქვთ, მე, ცოტა არ იყოს, მეწყინა. ერთი მხრივ, ეს ძალიან დემოკრატიულად გამოიყურება ხოლო, მეორე მხრივ, ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ში ძალიან ცუდად არის საქმე – არ არსებობს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო მდივანს ჩემოდნის ტარებაში მიეხმარება. მაგრამ უფრო სარწმუნოდ მეორე ვერსია გამოიყურება. ალბათ თქვენ ჩემოდნით რაიმე ფასიანი ჩამოიტანეთ, სავარაუდოდ, ფული, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩემთან ივაჭროთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამის საპასუხოდ ჯონ ქერი პუტინს დაპირდა, რომ ერთი- ერთზე შეხვედრაზე ეტყვის, რა არის მის ჩემოდანში. თავის მხრივ, ქერიმ საუბარი ხუმრობის გარეშე დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტს დონის როსტოვში 19 მარტს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო სამძიმარი გამოუცხადა. ჯონ ქერიმ პუტინს ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
12067140_10205637865977576_1218766224_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები