რომელი ქალაქი ავაფეთქოთ შემდეგ? – „ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტში გამოკითხვა ჩაატარა

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა“, რომლებმაც ბრიუსელის ბოლო ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღეს, ინტერნეტში გამოკითხვა ჩაატარეს და თავის მომხრეებს კითხვით მიმართეს, რომელი ქალაქი სურთ, რომ ტერორისტების შემდეგი სამიზნე იყოს?
გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ისლამისტების ფორუმზე ასეთი გამოკითხვა ჩატარდა: „რა ფერად შეიღებება ეიფელის კოშკი შემდეგი შეტევის შემდეგ?“
შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის ნიშნად ეიფელის კოშკი იმ ქვეყნის დროშის ფერში იღებება, რომელიც ტერორისტების თავდასხმის ობიექტი ხდება. Daily Mail-ის ინფორმაციით, ამ გამოკითხვაში დიდმა ბრიტანეთმა „გაიმარჯვა“. მას გამოკითხულთა ნახევარმა მისცა ხმა. „ისლამური სახელმწიფო“ ლონდონს, ვაშინგტონს, რომს და სხვა ურწმუნო დედაქალაქს შეუტევს“, – დაწერა ტვიტერში ISIS-ის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები