ფხენიანმა წვრთნები ჩაატარა, რომლის დროსაც სამხრეთ კორეაზე თავდასხმის იმიტაცია მოხდა
ჩრდილოეთ კორეაში საარტილერიო წვრთნები ჩატარდა, რომლის დროსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის იმიტაცია მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
წვერთნების მიმდინარეობას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აკვირდებოდა, რომელმაც სამხედროებს სამხრეთ კორეის მთავრობის „უმოწყალოდ განადგურებისკენ“ მოუწოდა.
თავის მხრივ, სამხრეთ კორეის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პან კინ ხემ განაცხადა, რომ ფხენიანის პროვოკაციებს მხოლოდ რეჟიმის თვითგანადგურება მოჰყვება. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ასევე რამდენჯერმე განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის, სამხრეთ კორეასა და მის მოკავშირეებზე ბირთვული დარტყმა განახორციელოს.