საფრანგეთის ხელისუფლებამ კომპანია „გუგლი“ დააჯარიმა

საფრანგეთის ხელისუფლებამ კომპანია „გუგლი“ 100 ათასი ევროთი დააჯარიმა. საფრანგეთის ინფორმაციის და თავისუფლების ნაციონალური კომისიის ცნობით, კომპანია იმის გამო დაჯარიმდა, რომ „გუგლმა“ სამძებრო სისტემაში იმ პირების მონაცემები არ წაშალა, ვინც კომისიას აღნიშნული მოთხოვნით მიმართა.
ამით „გუგლმა“ ევროპული კანონმდებლობა დაარღვია. თავის მხრივ, „გუგლის“ წარმომადგენელი ელ ვერნი აცხადებს, რომ კომპანია ევროპულ კანონმდებლობას იცავს და საფრანგეთის ინფორმაციის და თავისუფლების ნაციონალური კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები