კულტურის სამინისტრო ჯვრის მონასტრის დაზიანებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცისთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მცხეთაში მდებარე ჯვრის მონასტერზე თურქულ და არაბულ ენაზე შესრულებული წარწერები შეინიშნებოდა, პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც “კვირას” პრესსამსახურში განუცხადეს, ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე არაბული წარწერა ნამდვილად შეინიშნებოდა. მათი განცხადებით, საქმეში ჩაერთო შსს და მოკვლევაც დაიწყო.
„ჯვრის მონასტერზე ეს წარწერები ნამდვილად არის, კერძოდ, მცირე ჯვრის ჩრდილოეთ ფასადზე. წარწერები პულვილიზატორით არის შესრულებული, საკუთარი სახელებია. ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას, მოვიდა ადგილზე და დაიწყო მოკვლევა”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები