უკრაინის პრემიერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა
უკრაინის პრემიერობის ყველაზე დიდი შანსი უმაღლესი რადის სპიკერს, ვლადიმერ გროისმანს აქვს. უკრაინული მედიის ცნობით, არსენ იაცენიუკის გადადგომის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის მეთაურის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ვლადიმერ გროისმანს აქვს. თუმცა უმაღლეს რადაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრის ნატალია იარესკოს კანდიდატურაც განიხილება.
სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ გროისმანს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება არა აქვს და მისი პრემიერად დანიშვნა პრეზიდენტ პოროშენკოს მხოლოდ ახალ პრობლემებს შეუქმნის. ოფიციალურად არსენ იაცენიუკის გადადგომის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პეტრო პოროშენკო პრემიერის პოსტზე კანდიდატურას წარადგენს.