თბილისში ათამდე საბავშვო ბაღი პარალიზებულია

თბილისის საბავშვო ბაღების დირექტორების მოხსნას მშობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დაახლოებით, 10-მდე საბავშვო ბაღი დილიდან პარალიზებულია. მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც.
პედაგოგების და მშობლების განცხადებით, თუ არ შეიცვალა გადაწყვეტილება, შესაძლოა, საპროტესტო აქციები გამართონ. მე-2 საბავშვო ბაღის უკვე ყოფილმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა. ანი გეგია ერთი კვირის წინ იმ შეხვედრას იხსენებს, როდესაც იგი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. მისი თქმით, მას ულტიმატუმი წაუყენეს, რათა მისი მოადგილე თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამდებობის დატოვება თავადაც მოუწევდა.
ასევე პარალიზებულია პროცესი 90-ე ბაღში. ანალოგიური ვითარებაა თბილისის მე-6, 83-ე, ასევე 92-ე საბავშვო ბაღებში, სადაც მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
რამდენიმე დღეში მოხდა 20-მდე საკადრო გადაწყვეტილების მიღება – ერთმანეთის მიყოლებით თბილისის ბაღების დირექტორები თანამდებობებიდან ერთი და იგივე მიზეზით გაათავისუფლეს. მერიის განმარტებით, სკოლამდელ დაწესებულებებში შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ფინანსების არასწორი ხარჯვა დაადგინეს. დირექტორებისთვის გადაყენების ოფიციალური მიზეზი მიუღებელია. გათავისუფლებული დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ბაღების სააგენტოს შენობასთან მისვლას და პროტესტის ადგილზე დაფიქსირებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები