ნაჟიმ ლააშრაუი, რომელსაც ბელგიის პოლიცია ეძებდა, ტერაქტის დროს დაიღუპა

ბელგიის პოლიციამ მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაასახელა. ეს ნაჟიმ ლააშრაუი აღმოჩნდა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. მისი დნმ ბრიუსელის აეროპორტში აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, ის დაემთხვა დნმ-ს, რომელიც პარიზში, ტეატრ „ბატაკლანში“ აღმოაჩინეს, სადაც 13 ნოემბერს ტერორისტული აქტი მოხდა. სწორედ ლააშრაუი ამზადებდა ბომბებს, რომლებიც პარიზში და ბრიუსელში იყო გამოყენებული. თავად ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი ორი დღის განმავლობაში დახურული იქნება. აეროპორტის შენობიდან ევაკუირებული ადამიანები გერმანიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში ავტობუსებით გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები