ლავროვმა და შტაინმაიერმა სავჩენკოს გაცვლის საკითხი განიხილეს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წერს.
შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გერმანიას ამ საკითხში „ჰუმანიტარული გადაწყვეტილების“ მიღების იმედი აქვს. სერგეი ლავროვმა კი დასძინა, რომ რუსეთმა სავჩენკოს შესაძლო გაცვლის შესახებ წინადადებები ცნობად მიიღო, მაგრამ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს.
ამავე გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ელჩმა მიხეილ ზურაბოვმა განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლა, შესაძლოა, ორი კვირის განმავლობაში მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები