ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება. ინციდენტი ღამის საათებში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ეს მაღარო კომპანია Shanxi Datong Coal Mine Group-ს ეკუთვნის.
ავარიის მომენტში მაღაროში 129 ადამიანი იმყოფებოდა. დანარჩენმა მაღაროელებმა შახტიდან გამოსვლა შეძლეს.
ჩინეთის ქვანახშირის მაღაროების უსაფრთხოების დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები