ბრიუსელში ტერაქტის დროს დაშავებული ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ბრიუსელში ტერაქტების დროს დაშავებული ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგი დე ბლოკმა განაცხადა. ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300-მდე დაშავდა.
ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაშავებულები 40 ქვეყნის მოქალაქეები არიან. საავადმყოფოებში 150 ადამიანი რჩება, მათგან 61 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ოთხი კი კომაშია. ბელგიის პროკურატურის ცნობით, ტერაქტები ოთხმა ადამიანმა მოაწყო. სამი თვითმკვლელი ტერორისტი იყო, ხოლო ერთი მიმალვაში იმყოფება. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები