ჯონ ქერი მოსკოვში ჩაფრინდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩაფრინდა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გარდა ამისა, ქერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდება, რომელიც ასევე მოსკოვში იმყოფება. როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, სირიის და უკრაინის საკითხები იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები