თბილისის მე-2 ბაგა-ბაღში აღმზრდელობითი პროცესი შეწყვეტილია

თბილისის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელობითი პროცესი შეწყვეტილია. ბაღის პედაგოგები და მშობლები ბაღების მართვის სააგენტოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული დირექტორის ბაღში დაბრუნებას ითხოვენ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მე-2 ბაგა-ბაღში ჩატარებული მოკვლევის შემდეგ ფინანსური დარღვევები გამოიკვეთა, რის საფუძველზეც ბაღის დირექტორი, ანა გეგია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
“ანა გეგია გათავისუფლდა ქალაქის აუდიტის სამსახურის დასკვნის გამო, სადაც საუბარია ფინანსურ დარღვევებზე. კონკრეტულად, თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნინო ბერძენიძემ.
მშობლები და პედაგოგები სააგენტოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები