ირაკლი ოქრუაშვილი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

 საიდუმლო გეგმა, რომლითაც თავდაცვის ექსმინისტრი იმუქრებოდა, ჩაიშალა, ოქრუაშვილმა პოზიციები დათმო და მერის პოსტზე სხვას ასახელებს.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ნიუპოსტი“ ავრცელებს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ცვლილებები არ შევა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა, მისივე შექმნილი „ქართული პარტიიდან“ გორის მერობისთვის სხვა კანდიდატი იბრძოლებს.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით,  იმისთვის, რომ ოქრუაშვილი გორის სათავეში მოვიდეს, ე.წ. სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე პირის კანდიდატად დასახელებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს პიროვნება ოქრუაშვილის თანაგუნდელი კახა ერგემლიძე იყოს, რომელთან ერთადაც ოქრუაშვილი აპრილის შუა რიცხვებიდან გორში მოსახლეობასთან შეხვედრას დაიწყებს და საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
„ნიუპოსტი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელს კახა ერგემლიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ერგემლიძე ჟურნალისტებს მოგვიწოდებს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
“ქართული პარტიის” გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს კახა ერგემლიძეს 2011 წელს ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საპატრულო პოლიციამ ის ღერძულა ხაზის გადაკვეთის საბაბით გააჩერა, დაკავების მიზეზად კი სამართალდამცავებმა ალკოჰოლის ტესტის გავლაზე უარის თქმა დაასახელეს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მანამდე აცხადებდა, რომ არჩევნებში ნებისმიერ ფასად მიაღწევდა წარმატებას.
”შემიძლია ხელისუფლებაზე ზემოქმედება, არჩევნებში მონაწილეობა პრინციპულად მსურს, თუმცა ძალიან არ მინდა მანიპულაციებს მივმართო… ამ არჩევნებს ნებისმიერ ფასად მოვიგებ“, – აცხადებადა ოქრუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები