“არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში“
არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში. მთავარი რჩევა, რომელიც ორმხრივი შეხვედრების დროს მივიღე, არის, რომ არ მივაქციოთ ყურადღება შექმნილ აჟოტაჟს და იგნორირება გავუკეთოთ ამ ისტერიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰააგაში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ ბირთვული უსაფხოების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
“ძალიან სასარგებლო იყო ეს ფორუმი, რომელიც საინტერესესოდ წარიმართა. მსოფლიო ლიდერებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ თავიანთი მოსაზრებები საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში, რომელსაც შეაქვს განსაკუთრებული წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში,”-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე გამოიკვეთა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი და მოლოდინი ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად, დროზე ადრე ხელმოწერის. ასევე, მსოფლიო ლიდერთა მხრიდან არსებობს მზაობა საქართველოში ვიზიტების განხორციელების. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლო მომავალში მსოფლიო რამდენიმე ლიდერი ესტუმრება. მათ შორის: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიერ ბურკჰალტერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლაიდგარდი.