“საქართველოს არ გადავაყოლებთ სააკაშვილს”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება. თინა ხიდაშელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ზიანი არ მიადგება.
“ამ ფაქტს ასე არ ვუყურებ, სააკაშვილი არ არის საქართველო, რაც უფრო სწრაფად გაიგებენ ამას ჩვენი ოპონენტები, მათთვის ცხოვრება მით უფრო გამარტივდება. საქართველოს არც გადავაყოლებთ სააკაშვილს და ვერც ის გაიყოლებს საქართველოს“, – განაცხადა ხიდაშელმა.