დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში საკრებულოში ფოტოგამოფენა მოეწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მზის შვილების“ ორგანიზებით, წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, რუსი მსახიობისა და ფოტოგრაფის ვლადიმირ მიშუკოვის მიერ გადაღებული რუსი და ქართველი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების ფოტოგამოფენა მოეწყო.
ღონისძიება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მას სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვირეული 21 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით გამართული ღონისძიებით დასრულდება, რომელიც მთაწმინიდის პარკში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები