ირაკლი ღარიბაშვილი კანადის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

     ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კანადის პრემიერ-მინისტრ შტეფან ჰარპერს შორის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრემიერმა კანადელ კოლეგას არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მოიწვია. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მომდევნო ეტაპს ელოდება და მოხარული იქნება, თუ თბილისში კანადის საელჩო გაიხსნება.
“ეს ხაზს გაუსვამს საქართველოსა და კანადის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომლის გაღრმავებისთვის საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები