ღარიბაშვილი დანიელ კოლეგას ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ჰელე ტორნინგ-შმიდტმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრეს.
დანიის პრემიერმა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოსა და დანიას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ურთიერთობის სფეროების გაფართოება იყო.
მხარეებმა ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. გამოითქვა იმედი , რომ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო-დანიის თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა დანიის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, მარტინ ლაიდგარდის თბილისში აპრილში დაგეგმილ ვიზიტს მიესალმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები