გიორგი კანდელაკის „უტიფრობას“ ირაკლი ტრიპოლსკის პროტესტი მოჰყვა

    პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ტრიპოლსკიმ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშორომლობის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის “უტიფრობა” ვერ აიტანა.
“ავდექი და დავტოვე შეხვედრა. კანდელაკს კითხვა უნდა დაესვა, მაგრამ როგორც იცის ხოლმე, დაიწყო ლაპარაკი თვითმმართველობის ორგანოებში ზეწოლაზე, მედიაზე ზეწოლაზე – ვინმე გრძნობთ ზეწოლას? შეიძლება ამდენი უტიფრობა? ვეღარ ვიტან ამდენ უტიფრობას-მეთქი”, – ვთქვი ჩემთვის ქართულად, ინგლისურად არ მითქვამს. ალბათ, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ რა ვქნა”, – განაცხადა ირაკლი ტრიპოლსკიმ.
თავად კანდელაკი კი შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს ფეისბუქით ეხმაურება და წერს, რომ მის გამოსვლას თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე პროცესებზე დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც “ყვირილი დაიწყო და შეხვედრა დატოვა”. შეხვედრა “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები