ზურაბ აბაშიძე: პრაღის ფორმატზე უარის თქმა პრობლემებს გაზრდის

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძემ მიიჩნევს, რომ პრაღის ფორმატზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამან შესაძლოა, პრობლემის მაშტაბი კიდევ უფრო გაზრდოს.
“დიალოგზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირიქით, გაზრდის პრობლემების რაოდენობას, მასშტაბებს და ეს ჩვენს ქვეყანაზე და ყველა ჩვენგანზე მტკივნეულად აისახება”, – განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოს მისამართით საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა, რასაც ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები