გია ვოლსკი: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესაძლოა, გამონაკლისის სახით ცვლილება შევიდეს

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესაძლოა, გამონაკლისის სახით ცვლილება შევიდეს. კერძოდ კი საუბარია იმ გამონაკლისის შესაძლებლობაზე, რომ რუსეთის დელეგაციას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, პრობლემა არ შეექმნას.
ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლსკიმ ისიც განაცხადა, რომ შესაბამისი თხოვნით საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მიმართეს.
“ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, დელეგაცია, ისევე როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია და საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი მოგვმართავს თხოვნით, რომ შევქმნათ პირობები იმისთვის, რათა თბილისში 1-5 ივლისს დაგეგმილ ძალიან ფართომასშტაბიან ფორუმზე რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას პრობლემა არ შეექმნას. ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ. თუ ამისთვის კანონში შესატანი იქნება დეტალი იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ არის ნამყოფი ადამიანი და ის, ამავე დროს, რომელიმე ქვეყნის დელეგაციაში საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვლენილია, შეიძლება განვიხილოთ მისი დაშვების საკითხი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებშია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები