„ყველაფერი, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე ან ცხინვალის რეგიონში, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე”

რუსეთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს დღეს შეხვდება.
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში რუსი ოკუპანტების მიერ დაწყებული გზის სამშენებლო სამუშაოები იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც დღეს ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე დააყენებს, თუმცა, მისი თქმით, ამას ფორმატი არ ითვალისწინებს. ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან ვიზების გაუქმების შესაძლებლობაზეც იმსჯელონ.
“სანამ არ მოხდება სერიოზული თვისებრივი წინსვლა კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, მანამდე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება. ყველაფერი, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე ან ცხინვალის რეგიონში, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე, ეს არ არის საზღვარი, საზღვარი სულ სხვაგან არის, ეს არის საოკუპაციო ხაზი, ამიტომ, ნებისმიერი ასეთი ქმედება თუ ინციდენტი არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეში ხელყოფა”,- განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები