შს მინისტრი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს საქართველოში – პასკალ მენიეს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გიოგი მღებრიშვილი ელჩს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის საელჩოს და უსაფრთხოების ატაშეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები