ჯონ კერი: საქართველო კავკასიის რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია

„აშშ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ჩვენ მივესალმებით ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ განვითარებას. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობები იზრდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხახა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
მისივე თქმით, საქართველო კავკასიის რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში და კონტრტერორისტულ ღონისძიებებს რეგიონული მასშტაბით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გვერდში ვუდგავართ ქვეყანას იმ მიმართულებით, რასაც შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქვია“, – აღნიშნა ჯონ კერიმ.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები