დავით ზალკალიანი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს, პლამენ ბონჩევს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ასევე ხაზი გაესვა მრავალმხრივ ფორმატში აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები