“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში შედის”

ვეთანხმები იმ საზოგადოებრივ მოსაზრებას, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს. მისი თქმით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ასევე შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში.
“შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც შოკირებული იყო, რომ ასეთი მასალები დაიდო და ვეთანხმები იმ საზოგადოებრივ მოსაზრებას, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ასევე შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში”, – განაცხადა ჰერმანმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. “ამ საკითხზე გაერთიანდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქე და სასურველი იქნება, რომ ასეთი ერთიანობა ამ საკითხის მიმართ მომავალშიც გაგრძელდეს”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები