დავით ბაქრაძე ვიდეოკადრებზე: ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ

ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს. მისი თქმით, სახელმწიფოს სტრუქტურები გამოძიების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
“ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ძალიან გამოკვეთილ უმძიმეს დანაშაულს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული. თქვენ იცით, რომ სახელმწიფოს სტრუქტურები ამ გამოძიების პროცესში ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები