გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ს რექტორის გადადგომას ითხოვს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე თსუ-ს რექტორს, ვლადიმერ პაპავას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დატოვოს მის მიერ დაკავებული თანამდებობა.
„რექტორის მხრიდან პასუხისმგებლობის თავზე აღება არ მინდა ორაზროვნად იქნას აღქმული. ამიტომ განვმარტავ, იგი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან“, – წერს გაფრინდაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს, გაფრინდაშვილმა ოფიციალურად მოხსნა მისი კანდიდატურა კანცლერობის კანდიდატობიდან. მიზეზად მან სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდება დაასახელა, რომელიც აცხადებდა, რომ თსუ-ში არ უნდა მომხდარიყო დაპირისპირება და სტუდენტების ჯგუფებად გახლეჩვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები