სტუდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თვითმმართველობის მხარდამჭერი სტუდენტები და გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე სტუდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სტუდენტების დროული გაშველება საპატრულო პოლიციის და სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების ჩარევით მოხდა.
ორი დაპირისპირებული ჯგუფი რექტორის კაბინეტთან არის შეკრებილი. მათ პოლიციის კორდონი ჰყოფთ.
სტუდენტები, რომლებიც საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე დღეა მართავენ, კვლავ მოითხოვენ კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.
თვითმმართველობის წევრები კი მოუწოდებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ლადო პაპავას, დატოვოს თანამდებობა. ისინი რექტორის კაბინეტში შესვლას და ლადო პაპავასთან შეხვედრას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები